ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

12:13, 29.10.2025
რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა იწყება პარლამენტში. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზეც რევაზ სოხაძე საკუთარ გამოსვლაში ისაუბრებს. დეპუტატების შეკითხვები შეეხება დაგეგმილ პროექტებსაც. ცნობილია, მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა. რევაზ სოხაძეს მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოხდება. 

მსგავსი