ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა   

ხელისუფლება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის გარშემო გაჩენილ კითხვებს პასუხობს.

ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მაია ცქიტიშვილი დღეს პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა. ოპონენტების მხრიდან დარბაზში ყველაზე ხშირად ერთი კითხვა ისმოდა: უქმნის თუ არა მთავრობა პორტის მშენებლობას პრობლემებს მიზანმიმართულად.

ცქიტიშვილი შეფერხების მიზეზად ინვესტორების ნაკლებობას და გამოუცდელობას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საკუთარი დაფინანსება და პოტენციური ინვესტორებისგან სესხი ბოლომდე ისევ არ აქვს მოზიდული, რის გამოც მთავრობა მშენებლობის ვადების დარღვევას არ გამორიცხავს.

როგორც ირკვევა, მინისტრს პროექტის მიმართ თავადაც აქვს კითხვები. ვიცე-პრემიერი თავის დროზე ჩატარებული ტენდერის პირობებს იხსენებს და ყვება, რომ ტენდერში კონსორციუმის გამარჯვების მთავარი მიზეზი არა ხაზარაძის კომპანია, არამედ მასში ასევე 42%-იანი წილით წარმოდგენილი და შესაბამისი გამოცდილების თუ ფინანსების მქონე კიდევ ერთი კომპანია „კონტი ჯგუფი“ იყო, თუმცა დღეს ის საერთოდ აღარ ჩანს.

ქეთი ქაშაკაშვილი მუშაობს პარლამენტში.