ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება

„ჩვენ მზად ვართ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად“,– ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, აუდიენცია აპრილში გაიმართება.

ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკებების მიზანი პოზიციების შეჯერებაა.