ინფრასტრუქტურის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველო და თურქეთი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობენ. რევაზ სოხაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტების დათვალიერება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ თურქეთის სახელმწიფო წყლების გენერალური სააგენტოს დირექტორთან დისკუსია უკვე გამართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მიმართულებით.