ინფრასტრუქტურის მინისტრი სტიქიით დაზარალებულ სოფელში იმყოფებოდა

18:36, 17.04.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთში, სტიქიის შედეგად, დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა. პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც. განიხილეს არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები.

მსგავსი