ვერის უბნის თავზე მდებარე ზეგანზე, ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი გრძელდება. აღნიშნული 700 000 ნერგის დარგვას, საფეხმავლო და ველობილიკების კეთილმოწყობას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს “ ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.