ინფრასტრუქტურის 10 წლიანი გეგმა

გზები, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა, მთის დასახლებების განვითარება – მომდევნო 10 წლის განმავლობაში რეგიონებში 31 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.

რეგიონული განვითარების მინისტრმა 10-წლიანი გეგმა წარადგინა. 2030 წლისთვის უწყება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებას, ოთხ წელიწადში კი ყველა რეგიონის 24-საათიან წყალმომარაგებას აანონსებს. გეგმის მიხედვით, სამ წელიწადში უნდა დასრულდეს რიკოთის გზის სამშენებლო სამუშაოები, შედეგად თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო სამი ან სამსაათნახევარი იქნება. მიმდინარე წელს კი საჩხერე-რაჭის, ხულო-ზარზმის და ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთების დასრულება იგეგმება. 10-წლიანი გეგმა ახალი ნაგავსაყრელების მოწყობას და 2030 წლისთვის ყველა ძველი ნაგავსაყრელის დახურვასაც გულისხმობს.