ინფრასტრუქტურა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“

15:22, 17.08.2025

ჯანდაცვის მინისტრი ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც დაწესებულება პაციენტებს სთავაზობს.

მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს პირველადი ჯანდაცვის საპილოტე პროგრამას, რომელიც თავდაპირველად ექვს კლინიკაში ამოქმედდა, მათ შორის ხარაგაულის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“. რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის, უფასო გამოკვლევების ფართო სპექტრის დამატებას.

მსგავსი