ინფოტური კახეთში

15:21, 12.10.2025

ტუროპერატორებისთვის კახეთში ინფოტური მოეწყო. ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ახლად გახსნილი ეთნო-ტურისტული კომპლექსი დაათვალიერეს. ახალი ტურისტული კომპლექსი ბევრ სივრცეს აერთიანებს. ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მისაღებად მოწყობილია 30 სტუმარზე გათვლილი ეთნო კოტეჯი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, სპორტული დარბაზი. საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა უძველესი ნასოფლარი – ვეძიხევის ტერიტორიაც დაათვალიერეს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

მსგავსი