ინფოტური იმერეთში

ქუთაისში მოქმედი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები  და გიდები, იმერეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან. ოცკაციანი ჯგუფი დღეს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ისტორიულ ძეგლებს ეცნობა. ინფოტური საჩხერეში, ციხე მოდინახეს დათვალიერებით დაიწყო.  დღესვე გიდები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, აკაკი წერეთლისა და   მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმებსა  და მახათაურის მარანს, კვერეთის ხეობას დაათვალიერებენ.