ინფო-ტური ქვემო ქართლში

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB Berlin-ის მმართველ პირებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფო-ტურის მონაწილეებმა ბოლნისი და ასურეთი დაათვალიერეს. მოინახულეს შვაბების ქუჩა, სადაც გერმანული დახლები იყო. ტურის მონაწილეებმა კახეთში დაათვალიერეს ნეკრესი, ალავერდი, ყვარელი და სხვა ტურისტული ადგილები. გაეცნენ ადგილობრივი ღვინის დამზადების წესებს, დააგემოვნეს ღვინო. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა კულინარიული მასტერკლასი. ტურის დასრულების შემდეგ გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ. 2023 წელს საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.​

დატოვე კომენტარი