ინფლაციის მაჩვენებელი და პროგნოზი 

ინფლაციური პიკი წლის ბოლომდე გადაივლის – ასეთია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი.

ნათია თურნავა, რომელმაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ 3 %-იან ნიშნულთან დაბრუნებას მომავალი წლიდან ვარაუდობს. იმის გათვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სურსათის 90 % იმპორტირებულია, როგორც სებ-ის პრეზიდენტი, ისე სპეციალისტები, ინფლაციის ამჟამინდელ მაჩვენებელს გლობალურად სურსათის გაზრდილ ფასებს უკავშირებენ. თუ პროგნოზი გამართლდა, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შერბილებასაც არ გამორიცხავს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განაკვეთს უცვლელად 8 %-ზე 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს.