მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე 2025 წელსაც შენარჩუნდება. ამ ვარაუდს იზიარებენ ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებიც. ოპტიმისტური პროგნოზის ერთ-ერთ წინაპირობად გასული წლის მაჩვენებლები და სტატისტიკის სამსახურის მონაცემები სახელდება.
ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას ექსპერტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.