ინფიცირებულთა სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია უკვე 511 ადამიანი. დღეს რაოდენობა 14-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში გარდაცვლილია ექვსი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი. 5107 მოქალაქე კარანტინის რეჟიმში რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 534 პირი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.