ინფიცირების შემთხვევები მატულობს ბავშვებში

კოვიდინფიცირების შემთხვევები მატულობს ბავშვებში. ციციშვილის სახელობის კლინიკაში მცირეწლოვნების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მდგომარეობა ყველა შემთხვევაში სტაბილურია. დაწესებულებაში კრიტიკული პაციენტი არ ჰყავთ. მათი უმრავლესობა სკოლამდელი ასაკისაა. ექიმების განცხადებით, ინფიცირების წყარო ძირითადად მშობლები არიან, რომელთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის.