ინფიცირების შემთხვევები ახალციხეში

სავარაუდოდ ქელეხს უკავშირდება 41 პირის დაინფიცირება ახალციხეში, სოფელ ურაველში.

მათ ვირუსი სწორედ სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაუდასტურდათ. ინფიცირებულებს შორის არის ერთი ახალშობილი, რამდენიმე მცირეწლოვანი და ფეხმძიმეები. ერთ-ერთი ორსულის გადმოყვანა თბილისში გახდა აუცილებელი. სოფლის ექიმი ამბობს, რომ ამჟამად კოვიდ-პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.