ინფიცირების შემთხვევა ბათუმის „რედისონში“

რატომ არ იყო 2-კვირიან სავალდებულო კარანტინში უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბათუმის „რედისონში“ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფიცირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტმა მხოლოდ დღეს დაადასტურა. „რედისონის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის მოქალაქეს ტესტი საზღვარზე ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითი იყო. ამის შემდეგ ის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში დაბინავდა და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. თუმცა, ირკვევა რომ მასთან ერთად ნომერში სხვა პირიც ცხოვრობდა, ხოლო ნომერს სასტუმროს თანამშრომლები ალაგებდნენ, რაც არაა ნებადართული არსებული ნორმების მიხედვით. ხუთი პირი ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი.