ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო ბავშვებში

ბოლო ერთი კვირაა ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო ბავშვებში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი რჩება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 95-ია, მათგან 20 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. საავადმყოფოში „კოვიდ-19-ის“ დიაგნოზით არიან ბავშვების მშობლებიც, რომელთა უმრავლესობა არ არის აცრილი.