ინფიცირების ახალი შემთხვევები

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 18-ით გაიზარდა.

ამ წუთის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 695 ფაქტი გამოვლინდა. რაც შეეხება განკურნებულებს, ბოლო მაჩვენებლებით კლინიკიდან 12 პაციენტი გაწერეს, რაც საერთო ჯამში ნიშნავს, რომ „კოვიდ 19“, 425 მოქალაქეს აღარ დაუდასტურდა. ტრადიციულად კომენტარი ინფექციურ საავადმყოფოში დღესაც გაკეთდა, სადაც ჟურნალისტებს ახალი ფაქტებისა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.