ინფიცირების ახალი შემთხვევა კახეთში

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩამოსულ სომხეთის მოქალაქეს განმეორებითი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

მძღოლი  „კოვიდ-19“-ზე თავდაპირველად საზღვარზე შემოსვლის მომენტში შეამოწმეს, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. ეპიდემიოლიგები ახლა სოფელ ჩუმლაყში ყველა იმ შესაძლო კონტაქტის დადგენას ცდილობენ, ვისთანაც სომხეთის მოქალაქეს შეხება ჰქონდა.