ინფექციურში ირანის მოქალაქეებს აკვირდებიან

ამ დროისათვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ირანის ოთხ მოქალაქეს აკვირდებიან. პაციენტები კლინიკაში აეროპორტიდან გვიან ღამით შეიყვანეს. მათ მაღალი სიცხე დაუფიქსირდათ.

სამი მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ განყოფილებაში, ექიმების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

რას აცხადებენ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები და როგორია ამ დროისათვის ირანის მოქალაქეების მდგომარეობა? – ხატია ჯამალაშვილი თემის დეტალებით.

დატოვე კომენტარი