ინფექციური საავადმყოფოს გადაწყვეტილება

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ „კოვიდ-19“-ით და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება. კლინიკის დირექტორის თქმით, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდეს. ჯერ-ჯერობით, გრძელდება შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღება, რადგან ცერცვაძის თქმით, ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა.

დატოვე კომენტარი