ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის წერილი 

21:15, 23.08.2020

10-მდე უპასუხო წერილი, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განმარტებით, კლინიკაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იუწყებიან.

სამედიცინო დაწესებულებაში უკვე წლებია დახმარებას ითხოვენ. ახლა კი, დროებით, პაციენტების მიღებაც შეაჩერეს. ცენტრის ამჟამინდელი რთული სიტუაციის ამსახველ კადრებს კლინიკის თანამშრომლები გვაწვდიან, თუმცა საჯარო კომენტარებს თავს არიდებენ. სანაცვლოდ, კიდევ ერთ გზავნილს უცვლელი ადრესატის, ჯანდაცვის სამინისტროს სახელზე აქვეყნებს კლინიკის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ სტაციონარული მომსახურების შეჩერების თაობაზე თავად მინისტრი იყო ინფორმირებული. ოფიციალური პასუხი სამინისტროს მხრიდან დღეს არ გავრცელებულა. უწყებამ მხოლოდ თებერვლით დათარიღებული ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც პანდემიის პერიოდში, პირველი დღეებიდან პროცესში ჩართულ ინფექციურ საავადმყოფოს, მისივე დივიდენდების საჭიროების მიხედვით გამოყენების უფლებას აძლევს.

მსგავსი