ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება. საბოლოო პასუხი, თუ რა ვირუსი აქვთ მათ, ერთ საათში იქნება ცნობილი, თუმცა  მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევას გამორიცხავენ.

პასუხებს მედიკოსები ნიდერლანდებიდან ელოდებიან. გარდა ამისა, დღეიდან, კორონავისრუსის დადგენა უკვე საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.