ინფექციურ საავადმყოფოს ორმა ახალმა პაციენტმა მიმართა

ორი ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში. ჩინეთის მოქალაქეებმა, ექიმებს სიცხის სიმპტომით მიმართეს.  მათ ამ დროისათვის კვლევები უტარდებათ. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე, ინფექცია არ დაუდგინდათ.

პრევენციულ ზომებსა და სტატისტიკაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.