ინფექციების შიდა გავრცელება

21:51, 30.07.2020

საავადმყოფოების თანამშრომელთა შორის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს.

დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ექთანია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვირუსული ინფექციის გავრცელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. ეს კი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ინფექციის კონტროლის კუთხით სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს. ამიტომ შემოდგომიდან ამ მიმართულებით კლინიკებში მონიტორინგი გამკაცრდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამედიცინო და ტექნიკური პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვაზე.

მსგავსი