ინფექციების კონტროლი და აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ შენიშვნები აქვს.

ბოლო ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა პროფილის საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტები ინფექციების გადადებისგან დაცულები არ არიან. განსაკუთრებით მაღალია საფრთხე სტომატოლოგიურ კლინიკებში, რომელთა დიდ ნაწილში სტერილიზაციის ნორმები დარღვეულია.

ანგარიშის შინაარსის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დასჭირდეს.