ინფექციების გავრცელების ფაქტები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.

ბოლო ორ თვეში ვირუსული ინფექციების მაჩვენებელი მკვეთრად არის  მომატებული. პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია საავადმყოფოებშიც. ექიმები განსაკუთრებით საშიშ ნაწლავურ ჩხირზე საუბრობენ, რომელსაც გაცილებით მძიმე სიმპტომები ახასიათებს და ის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა საფრთხისშემცველი. სპეციალისტების თქმით, რისკ-ზონაში ის ადგილები ხვდებიან, სადაც სასმელი წყლის ხარისხის პრობლემა მწვავედ დგას.

ჩამონათვალში მესტია და დედოფლისწყარო ლიდერობენ.