ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.

ნათია თურნავას თქმით, საწარმოში რესურსების გადამუშავება ევროპული დანადგარებით ხორციელდება. მისივე განცხადებით, კომპანიაში 40 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. საწარმოზე სამი ლიცენზია 2018 და 2019 წელს გაიცა. აღნიშნულმა კომპანიამ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დატოვე კომენტარი