ევროკომისია ეროვნული ბანკის რეფორმებს დადებითად აფასებს

18:06, 07.11.2026

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ძლიერ ფისკალურ მაჩვენებლებსა და ჯანსაღ მონეტარულ პოლიტიკას ევროკომისია დადებითად აფასებს.

საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 2026 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე და ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
ევროკომისიის შეფასებით, ცენტრალური ბანკი განაგრძობს ფინანსური სექტორის მდგრადობის, გამჭვირვალობის და ეფექტიანი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან დაახლოებას.

მსგავსი