ინდუსტრიული ტექნო მუსიკის ვარსკვლავი თბილისში

ინდუსტრიული ტექნო-მუსიკის ცნობილი პროექტი „ნახტმარი“ საქართველოში.

ავსტრიული ბენდი თბილისში პოპულარულ ჰიტებს შეასრულებს. ავსტრიულმა პროექტმა პოპულარობა 2007 წელს ალბომით, – „ხელოვნება ომია“, – მოიპოვა და გერმანული ჩარტების ლიდერი გახდა. „ნახტმარის“ შემოქმედება არაერთ მუსიკალურ ფესტივალსა და თუ კლუბში თამამი და სკანდალური შოუს გამო რამდენჯერმე აკრძალეს კიდეც.  თბილისური ტურნეს ფარგლებში ტომას რაინერი მისი მუსიკის ქართველ თაყვანისმცემლებს კონცერტამდე ერთი დღით ადრე სპეციალურ წვეულებაზე შეხვდება.