ინდონეზიის ხელისუფლებამ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების გამო, მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა

პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე იქორწინებს,- ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჰარის მამის, პრინცი ჩარლზის რეზიდენციამ – კლარენს ჰაუზმა გაავრცელა; სირიაში რუსულ ავიაიერიშს სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა; საქართველო ბათუმში დაღუპულებს გლოვობს. 24 ნოემბერს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ლეოგრანდშიჩვეულებრივად დაწყებული დღე შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. 11 გარდაცვლილი, 21 მოწამლული – ტრაგიკული შემთხვევიდან მესამე დღესაც კი, მომხდარის დეტალები გაურკვეველი რჩება