ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდონეზიაში მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა, 350 პირი კი დაშავდა. მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.  ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრისა და მის შედეგად გამოწვეული ცუნამის დროს ათასობით შენობა დაინგრა. სამაშველო სამუშაოებში, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. მათ სტიქიის ზონაში დაზარალებულებისთვის სამედიცინო მედიკამენტები მიაქვთ.

სტიქია კუნძულ სულავესს დაატყდა თავს. 7,5 სიმძლავრის მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუში ცუნამი გამოიწვია.