ინციდენტში თურქეთში

მასობრივი ჩხუბი თურქეთში.

ვიტ ჯორჯიამ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და კონფლიქტის გამო ბოლომდე ვერ დაასრულა.

ქართული კლუბის მეტოქე ბოსნიური სარაევო იყო. ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და უკრაინელმა არბიტრმა გადამეტებული უხეშობისთვის მოედნიდან ჯაჰიჩი გააძევა. მე-11 წუთზე ირაკლი ფირცხალაიშვილის გუნდი ზურაბ მუსელიანმა დააწინაურა.

ბოსნიელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს და მალე წინაც გავიდნენ, მაგრამ 72-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობა კიდევ გამოიჩინეს. შედეგად, 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

თურქულ შეკრებაზე ვიტ ჯორჯიასთვის ეს პირველი ინციდენტი არ ყოფილა. ვეტერინარებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან შექმნილი დაძაბულობის გამო პირველი შეხვედრა ვერც პოლონურ რაკოვთან დაასრულეს.