ინციდენტი ზუგდიდში

დღეს დილით ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის  და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.

სანდრა რულოვსთან პლაკატებზე ყურადღება მის წიგნზეა გამახვილებული, სადაც ის ქვეყნის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 90-იან წლებში „არაფორმალური ბანდფორმირებების შემქმნელად“ მოიხსენიებს.

გაერთიანებული ოპოზიცია ფაქტს პროვოკაციას უწოდებს. სანდრა რულოვსის მხარდამჭერებმა დღესვე ზუგდიდში საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს სლოგანით „ზუგდიდი არ იყიდება, ზუგდიდს ვერ დააშინებთ“.