ინციდენტი ზუგდიდში
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დილიდან განმარტებები კეთდება. ღამით ერთ-ერთ რესტორანში პარლამენტარ ირაკლი ზარქუას პარტია „დროას“ რეგიონული ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი, კერენ ესებუა დახვდნენ. აქტივისტებმა დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მათი თქმით, ზარქუას სამეგრელოში ყოფნის უფლება არ აქვს. ვიდეომასალაც გაავრცელეს სოციალურ ქსელში. მარიამ სიჭინავა საზოგადოებას შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ბოდიშს უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარქუა ამ დამოკიდებულებას იმსახურებს. ზარქუას შეფასებით, მსგავსი ქმედებებით შიდა დაპირისპირების წახალისება ხდება.