ინციდენტი თბილისში 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს შორის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 16 ნომერში, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა რამდენჯერმე გაისროლა, ის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინციდენტის 2-მა მონაწილემ კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.