ინციდენტი თბილისში – მამაკაცი ელექტრობოძიდან გადახტა

12:52, 07.04.2018

თბილისში მამაკაცი ელექტრობოძიდან გადახტა. თუმცა, არ დაშავებულა, რადგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე სპეციალური ბატუტი გაშალეს. ელექტრობოძზე ასვლის შემდეგ, მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მოტივი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი