ინციდენტი თბილისში

ინციდენტი თბილისში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლთან, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ცუცქირიძე საარჩევნო შტაბიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ნიღბიანი პირები იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლაშა ცუცქირიძეს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული, ის  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.