ინციდენტი თბილისში

თბილისში, გიზო ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და კონტაქტურები იყვნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.