მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ და “„ენჯეოების აგენტი“, მონა და მოღალატე“ უწოდეს. მომხდარს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.