ინციდენტი თბილისის აეროპორტში

„ევროპული საქართველოს“ წევრები გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ამ წუთებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საქმე ეხება დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. როგორც გიგი უგილავამ განაცხადა, მათ თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.  გამოკითხვის დასრულებას ელოდებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მათი ინფორმაციით, ლიდერები კიევის მიმართულებით მიფრინავდნენ. პასპორტ-კონტროლის გავლის შმდეგ კი ასაფრენ დარბაზში მათ 2 პირი დაუპირისპირდა.