ინციდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან - დილის 5 საათზე, შენობის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს

ინციდენტი მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე, პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 და 1998 წლებში დაბადებული ორი პირი. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს.