ინციდენტი საზღვარზე - გამოხმაურებები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ მიესალმებიან დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ რომ   ევროკავშირის დელეგაციის წევრის საქართველში შემოსვლასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირის მხარესთან ჰქონდათ კომუნიკაცია და საკითხი ამოწურულია.  საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც.