ინციდენტი საპროტესტო აქციაზე – შეფასებები
უთანხმოება, რომელიც ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან, ორის არჩევნებში მონაწილეობამ გააღრმავა, გუშინ კიდევ უფრო გამწვავდა. ამ შემთხვევაში საარჩევნო მარათონში ჩართვის გამო „ლელოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. „ლელოს“ ლიდერი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა აქტივისტებმა არჩევნებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს და ტერიტორიიდან უხეში ფორმით გააძევეს. მომხდარი დაგმეს „ლელოსა“ და გახარიას პარტიაში და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდეს, თუმცა ასეთი კატეგორიული არ ყოფილა იმ პარტიათა ნაწილი, სადაც არჩევნებში მონაწილეობის გამო ხაზარაძესა და გახარიას მწვავედ აკრიტიკებენ და მათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.