ინციდენტი რუსთავის მე-17 მიკრორაიონში

ინციდენტი რუსთავის მე-17 მიკრორაიონში.

გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტის ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარისწორებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათი წევრების დაშინებას ცდილობს.

მომხდარს „ევროპულ საქართველოშიც“ გამოეხმაურნენ.  ირაკლი კიკნაველიძე ამბობს, რომ სოფელ ვეჯინში მომხდარი მსგავსი შემთხვევის დაბრალებას მმართველი გუნდი „ევროპული საქართველოსთვის“ აპირებს, რაც მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული სცენარის ნაწილია.