ინციდენტი „რუსთაველის“ მეტროში 

„რუსთაველის“ მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილებაში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე და მეტროს თანამშრომელი გამოკითხეს. გამოძიებას მათთან კითხვები მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ.

დატოვე კომენტარი