ინციდენტი რუსთაველის გამზირზე - შეფასებები

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვნად აფასებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უწყვეტი პროტესტის დროს დანაშაულის ფაქტები მინიმალურია და მმართველი გუნდი პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კი – ამერიკელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი, აქციის მონაწილეების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციად ფასდება. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტები ამერიკის მოქალაქეს, ლუკ გარეტს თავს იმ მიზეზით დაესხნენ, რომ ის რუსი ტურისტი ეგონათ. რუსთაველის გამზირზე პატრულმა სიტუაცია მალევე განმუხტა.