ინციდენტი ქალაქ მონტერეიში

ლოს-ანჯელესის სიახლოვეს, სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია იუწყება. დაშავებულია კიდევ 10 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც ჩინური ახალი წლის წვეულება იმართებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა. დანაშაულის მოტივი და მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.