ინციდენტი პარლამენტთან

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა.

პარლამენტთან შვილმკვდარი მშობლების აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი პარლამენტის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების ძალით გამოყვანას მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, წვიმის დროს პარლამენტის ეზოში შესასვლელად მათ ჯებირები თავად პატრულმა გაუხსნა, თუმცა ცოტა ხნის დაყოვნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს დაცვის თანამშრომლებმა ისინი გარეთ გამოუშვეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება კარავი გაეშალათ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე პატრულის თანამშრომლებსაც გაესაუბრა.